,,რუსული მეთოდებით გვებრძვიან” – პრეზიდენტის ძმა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა და დაკავება ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რუსულ მეთოდებს იყენებს.

„ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. გაყალბებას ხალხის გაღიზიანება მოსდევს. ქუჩაში გამოსვლა კანონიერ უფლებებში შედის. სხვა გზა როცა არ არის, აუცილებელია, რომ ხალხი ქუჩაში იყოს. მოქალაქეების წინააღმდეგ გადამეტებით იყენებენ ძალს, რაც ყველა კანონის დარღვევა არის. გაუფრთხილებლად დაკავება არის შიშის დათესვა.

ყველას ახსოვს წინა პერიოდი, როგორ იყო საბჭოთა კავშირის დროს და ახლა კიდევ უარესს გვიპირებენ. პირდაპირ რუსეთისკენ მივდივართ და რუსული მეთოდები არის გამოყენებული. უნდა გავუძლოთ ამას, გადავიტანოთ და გავიმარჯვოთ, სხვა გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად მელიქიშვილის გამზირზე იმყოფება.

მსგავსი თემები