,,მხოლოდ ფინანსური დახმარების გაყინვა საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა შევაჩეროთ პოლიტიკური კონტაქტები ე.წ. ,,არჩეულ” დეპუტატებთან”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობა და 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს.
,,ჩვენ ჩუმად ვერ ვიქნებით და გამოსავალიც უნდა ვიპოვოთ. ერთ მაგალითს შეგახსენებთ, როდესაც ვიქტორ ორბანი ინდივიდუალუი ვიზიტით საქართველოს დედაქალაქში ჩავიდა და არჩევნების შედეგებს დემოკრატიული უწოდა. ეს ევროკავშირის პოზიცია არაა და სამწუხაროდ, უნგრეთის პრემიერი ცუდად მოიქცა – რეზოლუციაში, რომელსაც მომავალ კვირას მივიღებთ, ეს ცხადად უნდა დავაფიქსიროთ.
მე არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ჩვენ ვხვდებით საქართველოს ე.წ. ,,არჩეულ” პარლამენტის წარმომადგენლებს. თქვენ შეგიძლიათ ამის წარმოდგენა?! აქედან გამომდინარე, მხოლოდ ფინანსური დახმარების გაყინვა საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა შევაჩეროთ პოლიტიკური კონტაქტები მათთან და კავშირი მხოლოდ არჩეულ პარტიებთან გვქონდეს. ჩვენ საკმარისად ძლიერები უნდა ვიყოთ”, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.