,,მთავარი არხის” ოპერატორი, სერგი ბარამიძე თავისუფალია

,,მთავარი არხის” ოპერატორი გაათავისუფლეს. ის ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში იმყოფებოდა. სერგი ბარამიძე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაალოებით 2 საათის წინ, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს.

,,ვიღებდით დაკავების კადრებს და ამ დროს მოხდა რაღაც შეხლა-შემოხლა პოლიციასთან. თქვენ არღვევდითო წესს, ხელს გვიშლიდითო, გზის სავალ ნაწილზე იყავითო გადმოსული. აქტივისტი ხომ არ ვარ, მე ვარ ოპერატორი. ჩვეულებრივად ვიღებდი ამბებს, რატომ ადაწყვიტეს ჩემი დაკავება წარმოუდგენელია, არ ვიცი.

თვალი მაქვს ჩალურჯებული, ფიზიკურად არაფერი არ მეტყობა მაგრამ კარგად მირტყეს. განყოფილებაში გადავედით ჩვეულებრივად, დიდი არაფერი არ მომხდარა იქ, შეამოწმეს ჩემი ნივთები რა მქონდა. ტანზე სულ გახდილი ვიყავი,  კურტკაც გამხადეს, რომ მაკავებდნენ. ისე მოხდა, რომ კამერა აღარ აღმოჩნდა ჩემთან ერთად. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ ხელწერილი დამაწერინეს, რომ უნდა გამოცხადდე როცა დაგიბარებთ და მეტი არაფერი,” – განაცხადა სერგი ბარამიძემ. 

მსგავსი თემები