,,უშუალოდ პოლიციის მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, ჩემი და ნიკა მელიას დაკავებაც სცადეს” – გიორგი ვაშაძე

,,უშუალოდ მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, პირადად ჩემი და ნიკა მელიას დაკავება სცადეს”, – ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

,,ჩვენ ახლა გადავედით მობილური პროტესტის ფაზაში. გავიმეორებ წესებს, წესი ნომერი ერთი: არ ვაძლევთ დაჭერის შესაძლებლობას, ვხედავთ როგორ თავხედურად კანონგარეშე იქცევიან; მეორე, ვიჭერთ დისტანციას პოლიციასთან, თუ მოიწევენ ჩვენკენ ჩვენც გადავადგილდებით, ჩერდებიან ჩვენც ვჩერდებით. მელიქიშვილი არის დაკეტილი ფაქტობრივად, ჩვენი მიზანი ისევ მიღწეულია პოლიციის ხელით, ანუ თვითონ პოლიცია იძულებულია იდგეს აქ, გამოიფიტოს, დაიღალოს, ცოტა ხანში თავის მეთაურებს გინებას დაუწყებენ ახლა იმიტომ, რომ მათთვის ეს დატვირთვა რთულია.

ჩვენ მოტივირებულები ვართ, ჩვენ დაღლილობას ვერ ვგრძნობთ და ისინი, თვითონაც იციან, რომ არასწორ მხარეს დგანან. უშუალოდ მეთაურები იყვნენ ჩართულები დაკავების ოპერაციაში, პირადად ჩემი დაკავება სცადეს, სცადეს ნიკა მელიას დაკავება, სამწუხაროდ დააკავეს გოგონებიც, დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შესახებ ინფორმაციას გავარკვევთ, მოგაწვდით აუცილებლად.

ჩვენ ვართ აბსოლუტურად კანონის ფარგლებში და რაც მთავარია, უწყვეტად ვაგრძელებთ ამ პროტესტს და ყველა ვინც გვიყურებს, შემოგვიერთდით პროტესტის ამ ახალ ფორმაში, მობილური პროტესტი. იცოდეთ, ძალიან კარგი განწყობაა ჩვენთან და ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები