ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი 20-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც გლობალური მსოფლიო ეკონომიკური მმართველობის გასაუმჯობესებლად წინადადებები წამოაყენა. მან ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე და არა კონკურენციაზე; ძლიერი ქვეყნების მხრიდან განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე; თანაბარ პირობებზე; შესაძლებლობასა და მშვიდობაზე.
ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სი ძინპინი შეეხო, ხელოვნურ ინტელექტს ეხება. „უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო მმართველობა და თანამშრომლობა ხელოვნურ ინტელექტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ AI არის კარგი და ყველასთვის და არა მდიდარი ქვეყნებისა და მდიდრების თამაში“ – აღნიშნა სი ძინპინმა.
ასევე, გამოსვლის ერთ-ერთი მიმართულება იყო თანამშრომლობა და დახმარება.
„განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ განვითარებადი ქვეყნების საჭირო დაფინანსებაზე, ტექნოლოგიებსა და შესაძლებლობებზე ზრუნვა“ – განაცხადა სი ძინპინმა.
სი ძინპინის ინიციატივა გლობალური მმართველობის გასაუმჯობესებლად G20-ის ლიდერთა სამიტზე