ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა:
,,დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს.
სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti-ს კორესპონდენტს გივი ავალიანს.
ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე.
სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკა Publika-ს ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.
ფოტო: პუბლიკა