შსს-ს მოვუწოდებთ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და არ დაუშვას უკანონო დაკავება – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ორი დღეა გამოხატავენ უწყვეტ პროტესტს. მოქალაქეებს ადგილზე ჰქონდათ გაშლილი კარვები, ხოლო გამთენიისას დიდი რაოდენობით მობილიზებულმა საპოლიციო ძალების წარმომადგენლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გაიყვენეს და ინვენტარისგან გაათავისუფლეს ტერიტორია. აქციის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ მელიქიშვილის გამზირზე.

საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დონის დარღვევა, მათ შორის, საგზაო მოძრაობის შეფერხება. ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლება გამოიჩინოს ტოლერანტობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეკრება სრულიად მშვიდობიანია.

ამ დროისთის პროტესტის მონაწილეები იმყოფებიან მელიქიშვილის გამზირზე (07:50 მდგომარეობით), ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე ძირითადად სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ურზუნველყოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა. შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

შეწყვიტოს/არ დაუშვას დემონსტრანტების უკანონო დაკავება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები