აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ კვლავ რჩებიან. ადგილზე არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.
“ჩვენ მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე”- განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, მას შემდეგ რაც ჭავჭავაძის გამზირზე დაანონსებული 24-საათიანი აქციის დრო ამოიწურა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად გუშინდელი ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.