კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ჯარს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სამხედრო მეთაურებს და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს შეხვდა და შესაძლო კონფლიქტისთვის ჯარის მომზადება მოსთხოვა. კიმ ჩენ ინის აზრით, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობაა და მისი ვექტორის გაზრდას აშშ-მა და სამხრეთ კორეამ შეუწყო ხელი.
სამხედრო მეთაურებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელების შეხვედრა უკანასკნელად 10 წლის წინ შედგა.