“ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და, შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია. მათ ასევე მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება და საუბარი იყო ინდივიდუალურ სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ევროპარლამენტში „უმწვავესი დებატები“ უშუალოდ გაფართოების ანგარიშის განხილვით გაგრძელდება.
„ამ წუთებში მიმდინარეობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც შედგა დებატები საქართველოს საკითხებზე, სადაც ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და, შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია, მათ ასევე მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, საუბარი იყო ინდივიდუალურ სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ართმევს ევროპულ პერსპექტივას. ეს იყო ძალიან მწვავე დებატები,, რომელიც ახლა გაგრძელდება უშუალოდ გაფართოების ანგარიშის განხილვით, სადაც ასევე, საუბარი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე” – განაცხადა ბოკუჩავამ.