“საზოგადოებამ შეუგუებლობა და პროტესტი უნდა გააგრძელოს”- პრეზიდენტი

“საზოგადოებამ ცხადია, მისი შეუგუებლობა და მისი პროტესტი უნდა გააგრძელოს” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგიდან აქციაზე შეკრებილ საზოგადოებასა და სტუდენტებს მიმართა.

„მინდა მივესალმო ამ საღამოს ადამიანებს, რომლებიც იქ არიან და ალბათ, ღამეც იქნებიან ქუჩაში. სტუდენტებს მინდა პირველ რიგში მივესალმო, რადგან ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან პროგრესის ძალა, რომელსაც ქვეყანა მომავლისკენ მიჰყავს. მინდა გითხართ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე, ჩემი ძალისხმევა არაფერი იქნება, რადგან ეს არის ამ გეგმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. რაც შეიძლება ყველაზე მშვიდობიანი და პოლიტიკურად ძალიან მყიფე პროტესტი არის აუცილებელი”- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები