“არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო” – ევროპარლამენტარი

“არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა „ყველა სახის გაყალბებას“.

„საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი და ასევე, მე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის წევრი ვარ. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ადგილი ყველა სახის გაყალბებას ჰქონდა და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო. სამწუხაროდ, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის ერთადერთი ნიშანი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა: „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულის ასლია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. ამაზე ევროპული პასუხი გვჭირდება“- განაცხადა ნატალი ლუაზომ.

მისივე თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა  ქვეყანაში დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.

მსგავსი თემები