„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდნენ “ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს მიმართა.
„ეს რაღაც თამაში, რომ მე გავხსნი ახალ პარლამენტს და დავნიშნავ მთავრობასო – ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. იყოს გასული პარლამენტი – 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. მე მგონი, უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა ეს დავუტოვო საფიქრალად“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.