საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს. მან საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნებით დაიწყო. მისი განცხადებით არჩევნები არ შედგა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას დესტაბილიზაციის საფრთხე ემუქრება.
„ჩემი შეჯამება არჩევნების შედეგების, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, რაზეც ცესკოს ვერ ექნება პრეტენზია, არის: დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა. ადგილი ჰქონდა სისტემურ გაყალბების სქემებს. დაირღვა უმნიშვნელოვანესი უფლება, რომ საჩივრები სასამართლოს მიერ იყოს განხილული.
პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნებს, არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს. არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი და აგრძელებს პროტესტს. გარეთ, თავს იკავებენ თქვან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და დემოკრატიულად.
განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები. ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები, ერთი არის დესტაბილიზაციის საფრთხე, რაც ორხელისფლებიანობას მოჰყვება“- განაცახდა პრეზიდენტმა.