საქართველოს პრეზიდენტი 20:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. აღნიშნული განცხადება დაკავშირებული იქნება არჩევნების შედეგებთან, პროტესტთან, რომელიც ქუჩაში გრძელდება და სამომავლო გეგმებთან.
დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ. მათი ინიციატივაა ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.
არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა ამ საკითხზეც ისაუბროს. როგორც ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, სალომე ზურაბიშვილი „კარგ რამეს იტყვის“.