ევროკავშირის საბჭომ ირანს რუსეთისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერის გამო სანქციები გაუფართოვა

ევროკავშირის საბჭომ ირანს რუსეთისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერის გამო სანქციები გაუფართოვა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კატეგორიულად გმობს და მიუღებლად მიიჩნევს ირანის მიერ რუსეთისთვის გაწეულ სამხედრო მხარდაჭერას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას.

ახალი გადაწყვეტილებით გაფართოვდება თვითმფრინავებთან და რაკეტებთან დაკავშირებული სანქციები, ასევე, დაწესდება შემდგომი სანქციები ირანულ სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებზე.

მსგავსი თემები