,,რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია” – კახა კალაძე

,,ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქცია რადიკალიზმის ნაწილია, თუმცა რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქში მიმდინარე აქციას თბილისის მერი კახა კალაძე.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბების საკითხის წინ წამოწევა ოპოზიციის ცრუ კამპანიაა.

„აქციებს რაც შეეხება, იმ ფორმით, როგორითაც ვხედავთ, ეს არის რადიკალური ქმედებები რადიკალების მხრიდან. ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, მოსახლეობის უმრავლესობამ მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი და გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე.

მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ ამ ადამიანებს, ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ისინი გამარჯვებულები იყვნენ, შემდეგ, არჩევნების დღეს, ყალბი ეგზიტპოლები აჩვენეს, იზეიმეს კიდეც და შემდეგ უკვე დაიწყეს ცრუ კამპანია, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

ისიც, რასაც ვხედავთ ჭავჭავაძის გამზირზე, არის რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით კონკრეტული განცხადებების სახით, თუმცა რადიკალიზმის დრო დამთავრებულია ქვეყანაში, ყოველთვის იქნება დამარცხებული რადიკალიზმიც და ბოროტებაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები