კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართეს. როგორც მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტს გააცნეს ,,სახალხო პარლამენტის” იდეა და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
„მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი გამართავს ბრიფინგს. არ მინდა ახლა მეტი კომენტარი გავაკეთო იმიტომ, რომ პრეზიდენტი თვითონ გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული. ეს შეხვედრები გაგრძელდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციებთანაც. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, არის გეგმა. ეს გეგმა არსებობს, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ მშვიდობიანად ახალი არჩევნები”, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას ხვდება.