ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია „დეპუტატთა“ ჯგუფთან შეხვედრაზე დელეგაციის შექმნას და „ხელისუფლებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არაუგვიანეს 18:00 საათისა, შეიქმნას დელეგაციები და დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.