სულაკაურის გამომცემლობამ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისთვის ბიბლიოეთეკა მოაწყო. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, გამომცემლობის წარმომადგენელმა განაცხადა.
,,ჩვენმა გამომცემლობამ, სულაკაურის გამომცემლობამ გადაწყვიტა, პატარა ბიბლიოთეკა მოაწყოს აქ აქციის მონაწილეებისთვის და 5-ის ნახევარზე ჭავჭავაძის 15-დან, ჩვენი მაღაზიიდან გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი, რომ წიგნები აქამდე მოვიტანოთ.
შემოგვიერთდით და თქვენ გექნებათ საშუალება, ეს ბიბლიოთეკა გამოიყენოთ ვინც აქ იქნებით დღისით თუ ღამით”, – განაცხადა გამომცელობის წარმომადგენელმა.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და ამ ფორმით, წიგნები მთავარ ლოკაციამდე მიაქვთ.