კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტთან „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეას განიხილავენ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში პროტესტის გარდა, შეიქმნას სივრცე, სადაც საზოგადოება დაინახავს, რომ ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. ხაზარაძის განცხადებით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, სხვადასხვა ფორმით.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ ,,სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.