,,გვსურს, დავინახოთ სამომავლო ევროპული გეზი საქართველოს მოსახლეობისთვის” – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

,,მე არ ვარ დარწმუნებული, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ დღეს საქართველოსთან დაკავშირებით. წინასწარ ვერ ვიტყვი, რა იქნება განხილული”, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში.

„ასევე ველოდებით ეუთო-ს და ოდირს საბოლოო ანგარიშს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რეალისტურ დისკუსიას გავმართავთ. მოდით, ასე ვთქვათ – ჩვენ გვსურს, დავინახოთ სამომავლო ევროპული გეზი საქართველოს მოსახლეობისთვის, ძალიან ბევრ ქართველს, მათ შორის, ვისაც მე ვიცნობ, სურს ევროპული გეზი და მე სრულად ვუჭერ ამას მხარს“, – განაცხადა კასპარ ველდკამპმა.

მსგავსი თემები