ევროკავშირის საბჭო საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია:
,,ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს.