2024 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე საქართველოში დაბრუნდა და ევროვიზიის მთავარი პრიზი ჩამოიტანა. მას აეროპორტში გულშემატკივრები და მეგობრები დახვდნენ.
ანდრიას ემოციური დახვედრის კადრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მედიასთან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა თავად ანდრიამაც.
„ძალიან გახარებული ვარ, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვუტანე გამარჯვება“, – აღნიშნა ანდრიამ.