უკრაინას ნებართვა მისცეს, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევა განახორციელოს – როგორია ჩინეთის პოზიცია?!   

შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უფლება მისცეს უკრაინას, გამოიყენოს შორი დისტანციური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

„ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და ნათელია. ცეცხლის ადრეული შეწყვეტის განხორციელება და პოლიტიკური მოგვარებისკენ სწრაფვა ემსახურება ყველა მხარის ინტერესს და ყველაზე დიდი იმპერატივი არის რაც შეიძლება მალე დეესკალაციის ხელშეწყობა. ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას და მზად არის განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის“ – აღნიშნეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.

 

მსგავსი თემები