რუსეთში ქართული ღვინო, წყალი და ფულადი გზავნილები აიკრძალება

ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან ყველა  სხვა ემბარგოსაც აწესებს, ფულადი გზავნილების ჩათვლით. 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს  საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის ინფორმაციით, კომიტეტმა აღნიშნულ წინადადებას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მკაცრი ზომების მიღება აუცილებელია. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის,ზოგიერთი სხვა საქონლის, რომელიც საქართველოში იწარმოება აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზე“, – განაცხადა დუმის წევრმა ლეონიდ სლუცკიმ.

მსგავსი თემები