113 გერმანელმა დეპუტატმა ოფიციალურად მიმართა გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალოს ქვეყნის სიდიდით მეორე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელსაც ისინი ადანაშაულებენ ანტიდემოკრატიულ ქცევაში და ანტიკონსტიტუციურ მიზნებში. ინფორმაციას სააგენტო Visegrad 24 სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
განცხადება გადაეგზავნა ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბარბელ ბას და საკანონმდებლო პროცესის სწრაფად დასრულებას ისახავს მიზნად.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს დეპუტატების შუამდგომლობას, ეს გახდება ოფიციალური საფუძველი იმისთვის, რათა ხსენებული პარტია შემოწმდეს, არღვევს თუ არა ის გერმანიის კონსტიტუციის პრინციპებს და ექვემდებარება თუ არა აკრძალვას.