,,აშშ-მა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო” – ანალენა ბერბოკი

,,შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„ამერიკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის გადახედვა, არამედ გააქტიურებაა იმისა, რაც უკვე თქვეს სხვა პარტნიორებმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“, – თქვა ბერბოკმა ბრიუსელში შეხვედრის დაწყების წინ.

გერმანიის უმაღლესმა დიპლომატმა, ასევე გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერები და განაცხადა, რომ ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს, ასევე ამ მიმართულებით ყურადღების ცენტრშია ჩინეთიც.

ცნობისთვის, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.

როგორც „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას პირველად მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა, უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, დეტალებს არ ასაჯაროებენ.

მსგავსი თემები