უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ნება დართო, ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
პიტერ სიიარტოს თქმით, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ შექმნა ახალი რეალობა, სადაც „ხალხი მშვიდობას ითხოვს“.
„ომის მომხრე მეინსტრიმმა წამოიწყო საბოლოო, სასოწარკვეთილი შეტევა ახალ რეალობაზე“, – დაწერა პიტერ სიიარტომ „ფეისბუქზე“.
ამასთან, უნგრეთის საგარეო სქმეთა მინისტრმა აღნიშნა: „ომის მომხრე ძალები არც კი ერიდებიან ყველაზე უარესს: უკრაინაში ომის გლობალურ მასშტაბზე გაფართოებას. ხელისუფლებიდან განდევნილი „ქორი“ პოლიტიკოსები უარს ამბობენ ხალხის ნების გათვალისწინებაზე. ეს არა მხოლოდ არადემოკრატიული, არამედ უკიდურესად სახიფათოცაა“.
ამავდროულად, სიიარტომ განაცხადა, რომ „ეს იქნება მძიმე ბრძოლა, რადგან ჩვენ უნდა შევაჩეროთ ესკალაცია“.