,,ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს” – ცაჰკნა

,,ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს. გვაქვს მხედველობაში რამდენიმე ნაბიჯი რისი გაკეთებაც შეგვიძლია”, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

,,ნათელია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს, ქვეყანა წაიყვანოს ევროინტეგრაციის გზით, როგორც ამას თავის ხალხს პირდება. თუმცა, ამავე დროს ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ გვაქვს მხედველობაში რამდენიმე ნაბიჯი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, როგორ ნაბიჯებს ხედავენ საქართველოში. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი”, – აღნიშნა ცაჰკნამ.

მსგავსი თემები