უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები შეაჯამა და ,,ქართულ ოცნებას” 13 მანდატი მიანიჭა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელ ოქმს უსკოს თავმჯდომარემ ხელი უკვე მოაწერა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატის მანდატი ასე გადანაწილდა:

,,კოალიცია ცვლილებისთვის” – 1 მანდატი
,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – 4 მანდატი
,,ძლიერი საქართველო” – 1 მანდატი
,,გახარია – საქართველოსთვის” – 2 მანდატი
,,ქართული ოცნება” – 13 მანდატი

შედეგების შეჯამება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადმინისტრაციასთან პოლიციის მობილიზება დილიდან დაიწყო. ადგილზე შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომლებიც ,,ქართული ოცნების” მიერ არჩევნების მოპარვას აპროტესტებენ.

კომისიის სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებით დაიწყო, ისინი უსკოს თავმჯდომარეს მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ შემაჯამებელი ოქმი, რადგან არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.

მსგავსი თემები