,,EU-ს ვთავაზობ, საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტას და სანაცვლოდ, სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას” – ბორელი

,,რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიება, რაც მოხდა ის უნდა იყოს სრულად შეფასებული. არ შეიძლება თქვა არჩევნები არ იყო სამართლიანი და ის არ გამოიძიო. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, რასაც ითხოვს ხალხი, უნდა იყოს ანგარიშვალდებულება”, – ეს განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელმა სამიტის დაწყების წინ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს, გარდა ამისა, მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის დააყენებს ინიციატივას საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტისა და ამ თანხების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაცემის თაობაზე:

,,საქართველო არის ის საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. მე ვთავაზობ შეწყვეტას დახმარებისა, პროგრამებისა, რომლებიც მიდის მთავრობისთვის, რამდენიმე მილიონი ევრო იქნება გაყინული და სანაცვლოდ მიეწოდება სამოქალაქო ორგანიზაციებს. ჩვენ ავიღებთ იმ ფულს, რომელსაც ვაწვდით მთავრობას და მივაწვდით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანი არჩევნებისთვის. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირი მათ მხარს უჭერს კვლავ და გაწევრიანების პროცესი შეწყვეტილი იქნება მანამდე, სანამ მთავრობა არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამასობაში ჩვენ იმ ფულს, რომელიც განკუთვნილი იყო მთავრობისთვის, გადავცემთ სამოქალაქო საზოგადოებას”, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები