კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა – ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს ორ უწყებას

საქართველოს მთავრობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

ცვლილების განხორციელების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე იფუნქციონირებს. კულტურის სამინისტროს – თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.

მსგავსი თემები