გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მუდმივი ესკალაცია თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მისი თქმით, აუცილებელია მშვიდობის მიღწევა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
„ჩვენი პოზიცია მკაფიოა უკრაინის ომში მუდმივი ესკალაციის თავიდან აცილების საჭიროების შესახებ. ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ გვსურს სამართლიანი მშვიდობა, გენერალური ასამბლეის რეზოლუციების, გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა გუტერეშმა რიო დე ჟანეიროში, დიდი ოცეულის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.