აშშ-ის შემდეგ, უკრაინას, რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის იარაღით, მათ შორის, SCALP-ისა და Stom Shadow-ს რაკეტებით სროლის უფლება საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც მისცეს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად მისცა უფლება, რუსეთის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენოს.