საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია. ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული, ანდრია ფუტკარაძე მილოცვებს იღებს.
უდიდეს გამარჯვებას პატარა მომღერალს გიგა კუხიანიძე ულოცავს. სწორედ გიგა კუხიანიძის დაწერილი To My Mom-ით წარდგა, ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე.
„ჩემი ოქრო ანდრია. ანდრია ფუტკარაძე ძალიან გაგვახარე ყველა. შენ მაჩუქე უდიდესი სიხარული. მადლობა რომ გჯეროდა ჩემი და 100% შენი გახადე სიმღერა. ღმერთმა ასეთი უამრავი სიხარული მოგცეს. დანარჩენი რომ ჩამოხვალ ბევრს ჩაგეხუტები.
შენ ისევ დააბრუნე საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე როგორც რეკორდსმენი ქვეყანა. I love JESC დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და ამ სიხარულის გაზიარებისთვის“, – წერს გიგა კუხიანიძე.