პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ბაიდენის მიერ უკრაინისთვის, ამერიკული შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნას ეხმაურება და წერს, რომ ესაა პასუხი პუტინისთვის გასაგებ ენაზე:
,,პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ომში ჩართვას და რუსული რაკეტების მასიურ დარტყმას ვ.პუტინისთვის გასაგებ ენაზე – უკრაინის მიერ დასავლური რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნით.
აგრესიის მსხვერპლს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.
ძალა აფერხებს, სისუსტე პროვოცირებას ახდენს”, – წერს სიკორსკი.
ბაიდენმა უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა