,,მე ვიცავ ჩემი და ჩემი შვილების მომავალს”, – ქართველმა ემიგრანტებმა ბრიუსელში, პარიზსა და რომში საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ქართველ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ.
მათი თქმით, საზღვარგარეთ, სადაც ,,ქართულმა ოცნებამ” გაყალბება ვერ შეძლო, მათი არჩევანი ფარული და თავისუფალი იყო.
ქართველ ემიგრანტებს აქციაზე გაშლილი ჰქონდათ ბანერები შავი წერტილებით, რაც სიმბოლურად ბიულეტენებზე გაჟონილ ხმებს ასახავს.