მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს

,,სახალხო პარლამენტი” – მმძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს:

,,ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა:

1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;

2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;

3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა “სახალხო პარლამენტის” საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა,

4. “სახალხო პარლამენტის” სამოქმედო გეგმის შემუშავება;

5. “სახალხო პარლამენტის” დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი თემები