,,კოალიციამ ცვლილებებისთვის” გუშინ საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან უწყვეტი პროტესტი დაიწყო. ადგილზე გაშალეს კარვები. პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებმა, სამოქალაქო სექტორმა, აქტივისტებმა, საზოგადოებამ ღამე უნივერსიტეტთან არსებულ გზაჯვარედინზე გაათენეს. დღეს, საღამოს 8 საათის შემდეგ ,,კოალიცია ცვლილებისთვის” სამოქმედო გეგმის ახალ დეტალებს გამოაცხადებს.
,,განწყობა მთელი ღამის განმავლობაში იყო ძალიან მხნე, ძალიან მაღალი, ვინაიდან აქ თითოეულ მოქალაქეს აქვს გაცნობიერებული, რომ ის იბრძვის საქართველოსთვის, მისი სამშობლოსთვის, ის იბრძვის დემოკრატიისთვის ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა გაგრძელდება სანამ გამარჯვებამდე არ მივალთ,” – განაცხადა ოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა წევრი მარიკა არევაძემ.