აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.

მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით. ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ.

გზის სავალ ნაწილზე, ამ დრომდე, ათობით კარავია განთავსებული. ცნობილია, რომ ამ სახით პროტესტი საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. შემდგომი სამომავლო გეგმა კი, როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება.

,,ძალა ერთობაშია! საღამოს 8 საათამდე აქ ვართ!”, – მიმართა აქციის მონაწილეებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები