“ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით”- ოპოზიცია პოლიციას მიმართავს

“პოლიციას” კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით – ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნებთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად” – ასე მიმართა კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა სამართალდამცველებს და მოუწოდა, რომ აქციის მონაწილეების მხარე დაიჭირონ.

სამართალდამცავების მისამართით მოწოდებები სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმაც გააკეთეს.

„პოლიციამ მოწოდების მიხედვით იმოქმედა. ყველა მანქანა ქვემოთ ჩაიყვანა. ასე მოუწევთ ყველა სხვა შემთხვევაში. იმიტომ, რომ მათ ჩვენ ვუხდით ფულს და სანამ ჩვენ ვუხდით ფულს და მათ სანამ ქართველი პოლიცია ჰქვია, მანამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყოს და ამას ჩვენ არ დავუშვებთ! კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით – ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნებთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად. პოლიცია არის ჩვენი ნაწილი და თუ ამაზე უარს ამბობ ე.ი. არ არის პოლიცია” – განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი თემები