აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ღამეს გაათევს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს. მათი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე.
„ღამეს გავათევთ თსუ-სთან, შემდეგ გეგმებს გაგაცნობთ. არ ვიცვლით ფეხს, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება“- განაცხადეს მათ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, 24 საათის განმავლობაში ეს ტერიტორია გადაიკეტება.