საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დაიწყო. შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებას საპარლამენტო არჩვენების დროს მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ისაუბრებენ.
„ქვეყანაში არჩევნები არ ყოფილა ეს იყო გადატრიალება. მე მოგიყვებით იმ გადატრიალებაზე, რასაც შევესწარი. მე ვიყავი მარნეულში დამკვირვებელი. არ მივეცი უფლება გაყალბების სქემა გამოეყენებინათ. შეეცადნენ ფიზიკურად გამსწორებოდნენ. კონკრეტულად მოდიოდნენ სხვადასხვა მოქალაქეების პირადობებით. როდესაც ამაზე პროტესტი გამოვხატე 30 ადამიანი დამესია, იმისთვის, რომ ამ ნაძირლებს მიეცათ ხმა“- განაცხადა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა სიტყვით გამოსვლის დროს.
პარალელურად დიდ ეკრანზე მათ მიერ მოპოვებული კადრები ჩანს, რომელიც არჩევნების დღეს არის გადაღებული.