სტუდენტები მსვლელობით, ოპერისა და ბალეტის თეატრთან მივიდნენ, სადაც მანიფესტი წაიკითხეს. მანიფესტს რამდენენიმე უნივერსიტეტი აწერს ხელს. როგორც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ განაცხადა, ისინი არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნებს. ახალგაზრდები მსვლელობას პარლამენტისკენ გააგრძელებენ.
„ჩვენ მოვითხოვთ, ლეგიტიმურ არჩევნებს, რომელიც არ ჩატარებულა 26 ოქტომბრეს. ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევანი. ჩვენ გვინდა, რომ აქ მივიღოთ განათლება და არ გვიწევდეს ევროპაში ემიგრაციაში წასვლა“- განაცახადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.