თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით – „დაიბრუნე ხმა“ მართავენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სტუდენტები გეგმავენ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრთან მანიფესტი გააჟღერონ.
მოთხოვნების და მოწოდების შემდეგ სტუდენტები საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა!” შეუერთდებიან.
პარალელურად საქართველოს პარლამენტთან იკრიბებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. მათი თქმით, ისინი საზოგადოებას მოუყვებიან, თუ როგორ „გაყალბდა არჩევნები“.