პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თემურ გულიამ განაცხადა.
„თუ პრეზიდენტი საღამომდე არ გადადგება, საკოორდინაციო საბჭოსგან მოვაწყობთ დროებით მთავრობას, მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოხელეს მუშაობისკენ, უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებს და გავაკონტროლებთ საჯარო მმართველობის პროცესს“ – განაცხადა გულიამ.
მისი თქმით, „ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება“.