კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს შეფასებით, ოლაფ შოლცს პუტინთან უნდა დაერეკა, რადგან უკრაინაში ომის დასრულება რუსეთის ლიდერთან გარკვეულ ურთიერთობას მოითხოვს.
„ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ომის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელ მსოფლიოში. ხოლო კონფლიქტის გადაწყვეტა საჭიროებს ურთიერთქმედების გარკვეულ დონეს მეორე მხარესთან, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ ეთანხმები“- განაცხადა ტრუდომ.
ამავე დროს, ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადა და მისი მოკავშირეები აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.