ავსტრალიაში, ავიაკატასტროფის შედეგად, 3 ახალგაზრდა დაიღუპა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულების ვინაობა იდენტიფიცირებულია. დაღუპულებს შორის 20 და 16 წლის ძმები და მათი 15 წლის ნათესავი არიან.
ჩამოვარდნამდე თვითმფრინავი, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჰაერში ტრიალებდა, შემდეგ კი მკვეთრი ვარდნა დაიწყო. ჩამოვარდნის შემდეგ, ის აალდა და სრულად დაიწვა.
მცირე ზომის თვითმფრინავს 20 წლის ლიცენზირებული პილოტი მართავდა. სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები ინციდენტს უბედურ შემთხვევად აფასებენ