პოლონეთის ქალაქ პილაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს შერეული გუნდური შეჯიბრება იმართება. ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ძლიერი გუნდი 4:1 დაამარცხა და ფინალში უკრაინის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ შეჯიბრებაზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს:
90 კგ აკაკი ჯაფარიძე
+70 კგ ნინო პაპიძე
+90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი
57 კგ ნინო ლოლაძე
73 კგ გიორგი ლოლაძე
70 კგ ეთერ ასკილაშვილი
შეგახსენებთ, რომ 23-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ასპარეზობებში 16 ნოემბერს დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრები მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.